გურია. პროექტის „უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ ფარგლებში, ანასეულის ხანდაზმულთა სახლის მატერიალური ბაზა ახალი საშუალებებით აღიჭურვა. გაიმართა წყალმომარაგებისა და გათბობის სისტემები, შენობაში დამონტაჟდა ინტერნეტი, მომსახურების მიერ დოკუმენტების წარმოებისთვის შეიძინეს კომპიუტერი, ქსეროქსის აპარატი, პლანშეტები. ხანდაზმულთა ინდივიდუალურ ტუმბოებზე დამონტაჟდა ჩამკეტები. არამობილური ხანდაზმულებისთვის შეიძინეს ადაპტირებული საწოლი, ასევე, ჰიგიენის მოწესრიგებისთვის სპეციალური ამწე. მომსახურების ეზოში, დაიდგა ფანჩატური.
პროექტს ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) და საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია (GPIDA) ერთად. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)