en
ge

გაუქმდა გადაწყვეტილება, რომელიც მარნეულის ბიუჯეტიდან საპატრიარქოს დაფინანსების დისკრიმინაციულობას ადგენდა

გაუქმდა გადაწყვეტილება, რომელიც მარნეულის ბიუჯეტიდან საპატრიარქოს დაფინანსების დისკრიმინაციულობას ადგენდა

თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, 2022 წლის 8 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის მხრიდან, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, საქართველოს საპატრიარქოს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისთვის, 400 000 ლარის გადაცემის პროცესში, რელიგიის ნიშნით პირდაპირ დისკრიმინაციას ადგენდა.

„სააპელაციო სასამართლომ დაჩქარებულ ვადაში, ერთ სხდომაში, შეაჯამა 3 წლის მანძილზე მიმდინარე მოცულობითი და კომპლექსური ადმინისტრაციული დავა, რომელიც ნორმატიული აქტის ბათილობას, რელიგიის ნიშნით პირდაპირ დისკრიმინაციას და დისკრიმინაციული შედეგების აღმოფხვრას შეეხებოდა. 

...სასამართლომ უგულებელყო დავის მნიშვნელობა, კონტექსტი, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და კონსტიტუციური პრინციპები, არ გასჩენია არცერთი კითხვა ადმინისტრაციული ორგანოსთან, არ ჩაძიებულა სადავო გარემოებებს და ფორმალურად მიუდგა საკითხს“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისთანავე წარმოგიდგენთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალურ კრიტიკას.

სრულად...

წყარო: socialjustice.org.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023