თბილისი. 13 დეკემბერს, 13:00 საათზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გამართავს საერთაშორისო ჰიბრიდულ კონფერენციას - კარგი მმართველობის ფორუმი 2022 (GG Forum 2022).
ფორუმის თემაა დეცენტრალიზაციის მხარდაჭერა/დაჩქარება: კარგი პრაქტიკები და ინოვაციური მიდგომები.
კონფერენცია მიმოიხილავს დეცენტრალიზაციის რეფორმის გლობალურ ტენდეციებს, კარგ პრაქტიკებს და საჭიროებებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, ასევე, იმ ინოვაციურ მეთოდებს, რომლებიც დაგვეხმარება არსებული გამოწვევების გასამკლავებლად ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული პრინციპებისა და დეცენტრალიზაციის რეფორმების განსახორციელებლად.
გაეცანით კარგი მმართველობის ფორუმის თემებსა და მომხსენებლებს...
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)