იმერეთი. 9 დეკემბერს, ევროკავშირის მხარდაჭერით და იმერეთის რეგიონული ჰაბის „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia)“ ორგანიზებით, გაიმართა საჯარო კონსულტაცია თემაზე „სამოქალაქო საზოგადოების როლი ღია მმართელობის პარტნიორობის (OGP) განხორციელების პროცესში“.
შეხვედრაზე მოწვეულ სპიკერებთან და დამსწრე საზოგადოებასთან ერთად იმსჯელეს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ძირითად პრინციპებსა და მიზნებზე.
საჯარო კონსულტაცია გაიმართა ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)