სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრმა, მიუსაფარი ბავშვებისთვის ტრადიციული საახალწლო აქცია „ითოვლისბაბუე“ დაიწყო.
აქციის ფარგლებში, ყველას შეუძლია გახდეს თოვლის ბაბუა და აუსრულოს ბავშვებს სურვილები.
ორგანიზაცია გაგიზიარებთ პატარების საახალწლო სურვილების წერილებს. თქვენ შეგიძლიათ გახდეთ საქველმოქმედო აქციის მონაწილე და გაულამაზოთ ახალი წელი მათ, ვისაც ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)