გურია. 12 დეკემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის კლუბის „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორია“ წევრები სასწავლო ვიზიტით ოზურგეთის ტექნოპარკში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის მიზანი იყო მომავლის პროფესიების და ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ მოზარდების ინფორმირება.
ტექნო პარკის ხელმძღვანელმა მოზარდებს გააცნო სამრეწველო ინოვაციები, უახლესი დანადგარების მუშაობის სპეციფიკა, ინფორმაცია ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებული კურსებისა თუ ბანაკების, პროექტების შესახებ.
სასწავლო ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირისა (EU) და „პური მსოფლიოსთვის“ (Brot) ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)