აჭარა. 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, 10 პარტნიორი სკოლის მონაწილეობით შექმნილი სამოქალაქო ქსელის წევრებისთვის, შშმ პირთა გამოწვევების თემაზე ონლაინ - ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგს უძღვებოდა ორგაზანიციის „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ თავმჯდომარე თომა კაკაბაძე.
მონაწილეები გაეცნენ სხვადასხვა ტერმინების განმარტებას, ისაუბრეს შშმ პირთა მიმართ დღეს არსებულ მიდგომებსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე. ასევე, განიხილეს საქართველოში არსებული რეალობა, გამოწვევები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)