თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მთელი წლის განმავლობაში აქტიურად აგრძელებდა მუშაობას ადამიანის უფლებათა დასაცავად, როგორც სამართალწარმოების, ასევე მონიტორინგის, ადვოკატირებისა და საკანონმდებლო პროცესში ჩართულობის გზით.
საია ყოველწლიურად აფასებს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას და წარუდგენს მას საზოგადოებას.
ორგანიზაციის შეფასებით, 2022 წელი ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით კვლავაც გამოწვევებით სავსე იყო და ქვეყანაში გაგრძელდა დემოკრატიული უკუსვლა. ამ წლის უმთავრესი თემა ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად გადმოცემული 12 პირობის შესრულება იყო. ამ დრომდე პრობლემურია ამ პირობებიდან მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულების საკითხი, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ისე ინსტიტუციური რეფორმების მიმართულებით.
წარმოდგენილ დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც საია-მ 2022 წლის განმავლობაში გამოავლინა.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)