სამცხე-ჯავახეთი. დემოკრატ მესხთა კავშირის ორგანიზებით, ახალციხეში USAID/Georgia-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” გახსნითი ღონისძიება გაიმართა.
USAID 5 წლიანი პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ემსახურება მოქალაქეთა სამოქალაქო ინტეგრაციასა და ეკონომიკურ გაძლიერებას. მიზნად ისახავს უმცირესობების ჩართულობის გაზრდას საჯარო პოლიტიკის ყველა საკითხში, სექტორთა თანამშრომლობის გზით მათი ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას და სოციალური, სამოქალაქო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას უმცირესობასა და უმრავლესობას შორის.
პროგრამას USAID -ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.
ახალციხესა და ახალქალაქში პროგრამის პარტნიორი დემოკრატ მესხთა კავშირი.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)