თბილისი. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, მიმდინარეობს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით (CSR) დაინტერესებულ მხარეთა ფორუმის დაფუძნების ღონისძიება. ფორუმს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.
ღონისძიების მიზანია CSR-ის ხელშემწყობი სახელმწიფო პოლიტიკის საკითხებზე დიალოგისა და თანამშრომლობის უნიკალური პლატფორმის შექმნა.
ღონისძიება მიმდინარეობს ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.
წყარო: STAR პროექტის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)