en
ge

შეხვედრა მსახიობ მერაბ ნინიძესთან

შეხვედრა მსახიობ მერაბ ნინიძესთან

გურია. 13 დეკემბერს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან არსებული არაფორმალური განათლების ცენტრის „ლიდერთა სკოლისა“ და „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის წევრების“ მონაწილეობით მოეწყო შეხვედრა მსახიობ მერაბ ნინიძესთან. 

შეხვედრის თემა: ევროპული ღირებულებები ქართველი მწერლების შემოქმედებაში. 

მოწვეულმა სტუმარმა მოზარდებთან ისაუბრა განათლების, თავისუფლების, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების აუცილებლობის, თვითშემეცნების, თაობათაშორის არსებული განსხვავებების, ცვლილებების, სწორად აზროვნების/ფიქრის მნიშვნელოვნების  და განვითარებისკენ, წინსვლისკენ მუდმივი სწრაფვის შესახებ.  

შეხვედრა განხორციელდა პროექტის „უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში ორგანიზაცია Brot für die Welt-ის ფინანსური მხარდაჭერით.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023