თბილისი. ევროკავშირის მხარდაჭერით, ექპერტიზ ფრანს-ი (Expertise France) და ჩეხეთის განვითარების სააგენტო ახორციელებენ პროექტს „სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“. ამ ინიციატივის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა საქართველოს მოსახლეობის ცოდნის, დამოკიდებულებისა და პრაქტიკის კვლევა (KAP) სოციალური დაცვის პროგრამების შესახებ, რომელიც 2022 წლის თებერვალსა და მარტში ჩატარდა. აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანი სოციალური დაცვის პროგრამებზე საქართველოს მოსახლეობის ცოდნის, დამოკიდებულებისა და პრაქტიკის (KAP) კვლევის განხორციელება იყო.
უფრო კონკრეტულად, კვლევა შემდგომ ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას: (1) სოციალური დაცვის სხვადასხვა სქემის შესახებ ინფორმირებულობის ზოგადი დონე და შეფასება; (2) ყველაზე ხშირად გამოყენებული და მოსახერხებელი ინფორმაციის წყაროები; (3) ინფორმაციისა და ცოდნის ნაკლებობა; (4) სერვისებსა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა; (5) კონკრეტული მომსახურებების გამოყენება და ბენეფიციარების გამოცდილება; (6) კონკრეტული სოციალური დაცვის მომსახურებების შეფასება; (7) სოციალური დაცვის მომსახურებების მიმართ მოლოდინები; (8) სამიზნე მოსახლეობის სოციო-დემოგრაფიული და ეკონომიკური პროფილი.
წყარო: expertisefrance.fr
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)