თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გაზიარებულ ვიდეოში მოისმენთ სამი ოჯახის შესახებ, რომლებიც საქართველოში არადომინანტური ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ცხოვრობენ. სამივე ოჯახს სურს, თავის სოფელში, ბავშვებისთვის არსებობდეს საბავშვო ბაღი და მათმა შვილებმა შეძლონ სოციალიზაცია; ენის სწავლა ან თუნდაც, სასკოლო პროცესისთვის მომზადება.
ორგანიზაციის ცნობით, არადომინანტური ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში საბავშვო ბაღები რაოდენობა იმაზე 2.7-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე დანარჩენ საქართველოში.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)