თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს კვლევას „მინისტრის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, როგორც საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი“.
„მინისტრის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი ძლიერი რეპრესიული მექანიზმია. ის აბალანსებს იმ უარყოფით მხარეებს, რაც ზოგადად სოლიდარულ პასუხისმგებლობას ახლავს თან.
ეს მექანიზმი საშუალებას აძლევს პარლამენტს, პასუხისმგებლობა არ გაავრცელოს მთლიან კაბინეტზე და მხოლოდ კონკრეტული მინისტრით შემოიფარგლოს. საბოლოოდ, ინდივიდუალური პასუხისმგებლობა აძლიერებს საპარლამენტო კონტროლის ხარისხს ქვეყანაში“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)