თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს საზედამხედველო საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის მხარდასაჭერად მორიგი ტრენინგი გამართა. ტრენინგის თემა ამჯერად თემატურ მოკვლევას შეეხებოდა.
მონაწილეები გაეცნენ თემატური მოკვლევის მნიშვნელობას, მისი დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს და სტადიებს, როგორ უნდა ჩაერთოს მესამე მხარე თემატური მოკვლევის პროცესში და რა ფორმით უნდა გაიგზავნოს კითხვებზე პასუხი.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)