თბილისი. 13 დეკემბერს გაიმართა კონფერენცია „ღირსება, თავისუფლება და სამართლიანობა ყველასთვის“, რომელშიც საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლები ჩაერთნენ.
კონფერენცია გახსნეს მიხეილ სარჯველაძემ, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, და ნიკო თათულაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში.
შეხვედრამ თავი მოუყარა გადაწყვეტილების მიმღებებს, სამოქალაქო საზოგადოებას და უფლებადამცველებს, რათა განეხილათ საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული გამოწვევები. კონფერენციის მთავარი მიზანი იყო საქართველოს მხარდაჭერა თანასწორი და სამართლიანი საზოგადოების განვითარებისკენ წინსვლაში.
წყარო: www.eeas.europa.eu
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)