თბილისი. ანტიკორუფციული კვირეულის ფარგლებში, 12 დეკემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მაგისტრატურის ჯგუფის მონაწილეებისთვის ღია ლექცია გამართა.
კურსის ფარგლებში მოწვეულმა ლექტორმა, ქალბატონმა თინა ხიდაშელმა ინტერაქციულ რეჟიმში ისაუბრა საერთაშორისოდ დამკვიდრებულ ანტიკორუფციულ კომისიებზე, რომლესაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით კორუფციასთან ბრძოლის პროცესში. ლექციის მსვლელობისას ლექტორმა მიმოიხილა ანტიკორუფციული კომისიების სხვადასხვა ფორმა და მათი ძირითადი ფუნქციური განსხვავებები.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)