თბილისი. გაეროს ბავშვთა ფონდმა ჰელფინგ ჰენდ (Helping Hand)-ის მოხალისეებსა და იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციის MEDიატორებისთვის გამართა სემინარი: „მტკიცებულებებზე დაფუძნებული ლიდერობის მოდელი ვაქცინაციის ჩემპიონებისთვის“.
სემინარს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი გაუძღვა. მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია ლიდერობისა და მოხალისეობის პროცესში სწორი ღირებულებების, ნდობისა და ემპათიის აუცილებლობისა და მნიშვნელობის შესახებ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)