თბილისი. 16 დეკემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით მე-4 საერთაშორისო კონფერენცია: „არქივების ღიაობის მნიშვნელობა საბჭოთა წარსულის გადაფასებასა და პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევაში“ გამართა.
კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა ისტორიული ნარატივებით მანიპულაციაზე, დეზინფორმაციაზე, კრიზისულ პირობებში არქივების გადარჩენასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელთა აქტუალობა განსაკუთრებით გამოკვეთა რუსულმა ომმა უკრაინაში.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)