en
ge

ბინაზე მოვლის ტრენინგი ბოლნისში

ქვემო ქართლი. 22-23 მაისს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ახალგაზრდული პროგრამის „ვიმოქმედოთ ერთად" – ფარგლებში  ბოლნისში ჩატარდა ორდღიანი სპეციალიზირებული ბინაზე მოვლის ტრენინგი.  ღონისძიება განკუთვნილი იყო წითელი ჯვრის საზოგადოების ბოლნისის და მარნეულის ფილიალების თანამშრომლებისა და მოხალისეთათვის, რომლებიც ჩართულები არიან პროექტში. ტრენინგზე განხილული იქნა ბინაზე მოვლის სერვისი, დაავადებათა პრევენცია, სწორი კომუნიკაციის ტექნიკა (ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია), დაუნის სიმდრომი. ასევე, მოიცავდა ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ საკითხებსაც, როგორიცაა - ასაკი, დაბერება, ხანდაზმულებისთვის დამახასიათებელი დაავადებები. პროექტი „ვიმოქმედოთ ერთად" ხორციელდება საქართველოს ოთხ მრავალეთნიკურ რეგიონში - თბილისი, ბოლნისი, მარნეული, ახმეტა. პროექტის მიზანია სოციალური ჩართულობისა და ნდობის ამაღლების თემზე დაფუძნებული სერვისის მიწოდებისა და მშვიდობის შესახებ განათლების გავრცელების გზით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)