en
ge

CENN-ის ონლაინ კამპანია მილიონზე მეტ ადამიანს მისწვდა

CENN-ის ონლაინ კამპანია მილიონზე მეტ ადამიანს მისწვდა

თბილისი. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ონლაინ კამპანია „იმოქმედე კლიმატისთვის“ ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს მისწვდა.

ორგანიზაცია გიზიარებთ #ACT4CLIMATE-ის ანგარიშს, რომელიც ერთი წლის განმვლობაში მიღწეულ შედეგებს წარმოგიდგენთ. 

2022 წლის დასაწყისში CENN-მა წამოიწყო ონლაინ კამპანია, რომლის მთავარ მიზანს გარმოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და კლიმატისთვის სასიკეთო ქმედებების წახალისება წარმოადგენდა. კამპანია მოუწოდებდა ადამიანებს გადაედგათ ქმედითი ნაბიჯები გარემოს დასაცავად და თავიანთი წვლილი შეეტანათ კლიმატის ცვლილების მიერ გამოწვეული შედეგების შერბილების პროცესში. 

ორგანიზაცია მადლობას უხდის იმ ათასობით ადამიანს, ვინც აქტიურად ჩაერთო კამპანიაში და დაეხმარა ACT4CLIMATE-ს მიზნების მიღწევაში. 

„ვიმედოვნებთ, რომ კამპანიის დასრულების შემდეგაც გააგრძელებთ თქვენი წვლილის შეტანას კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში.

სრულად...

ანგარიში...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)