თბილისი. გაეცანით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ბლოგპოსტს „ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები“.
ბლოგპოსტი ეფუძნება IDFI-ისა და საგამოძიებო მედია ლაბის ერთობლივ კვლევას, რომლის ფარგლებშიც გაანალიზდა გაზეთ „კომუნისტის“ ათწლიანი პერიოდი (1970 - 1980).
დოკუმენტში მოყვანილია პარალელები საბჭოთა კავშირის პროპაგანდასა და რუსეთის თანამედროვე საინფორმაციო ოპერაციებს შორის, როგორც თემებისა და ნარატივების დონეზე, ისე პროპაგანდის გავრცელების მეთოდების კუთხით.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)