თბილისი. საქართველოს გაეროს ასოციაციის ორგანიზებით, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა ახალგაზრდული პროგრამა „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები.“
მონაწილეებს სამი დღის განმავლობაში ჩაუტარდათ თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.
ტრენერთა ტრენინგის გავლის შემდგომ, ახალგაზრდები ჩაერთვებიან საინფორმაციო კამპანიაში და ცნობიერების ასამაღლებელ შეხვედრებს ჩაატარებენ მინიმუმ 13 მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან, მათ შორის მათ თანატოლებთან, სკოლის მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან და თემის ლიდერებთან.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)