21 დეკემბერს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის გორის ოფისის მხარდაჭერით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა სამუშაო შეხვედრა გორის, გურჯაანის და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდული მიმართულებით არსებული გამოწვევების განხილვა და მუნიციპალიტეტებს შორის არსებული კარგი პრაქტიკების გაზიარება. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელი, საკრებულოს ახალაგაზრდა წევრი და აპარატის წარმომადგენელი. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეცნოთ, წარმოდგენილ მუნიციპალიტეტებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ფორმალურ და არაფორმალურ მექანიზმებს და ემსჯელათ იმ შესაძლებლობებზე, რაც ადგილობრივი თვითმართველობის, არასამთავრობო სექტორის და ახალგაზრდების საერთო თანამშრომლობით არის შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აქტიურად მუშაობს ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით, გერმანული საერთაშორისო ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ მხარდაჭერით.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)