en
ge

ომბუდსმენის აპარატის განცხადება ქუჩაში მცხოვრები/მომუშავე ბავშვების რეალობასთან დაკავშირებით

ომბუდსმენის აპარატის განცხადება ქუჩაში მცხოვრები/მომუშავე ბავშვების რეალობასთან დაკავშირებით

თბილისი. ომბუდსმენის აპარატი ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების მიერ განხორციელებული სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ. გავრცელებულ კადრებში ასევე, ჩანს თუ როგორ გადარბიან ბავშვები საავტომობილო გზაზე სამართალდამცავებისგან გაქცევის მიზნით, რაც საფრთხის შემცველია, როგორც უპირატესად მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ასევე საკმაოდ დატვირთული საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის, იქნებიან ეს მძღოლები, მგზავრები თუ ქვეითად მოსიარულე პირები. 

„საქართველოში ასეულებით ბავშვის ყოველდღიურობას წარმოადგენს მძიმე რეალობა, რასაც ქუჩაში ცხოვრება და მუშაობა ჰქვია.

ბავშვების ამ რეალობისგან დასაცავად აუცილებელია, უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობით, 

  • სახელმწიფომ დროულად დაგეგმოს და გაატაროს კონკრეტული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის დანაშაულის პრევენციის კუთხით; 
  • დანერგოს ქუჩაში მცხოვრები, მომუშავე თუ შემწეობის მთხოვნელი ბავშვების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე ორიენტირებული დამატებითი სერვისები, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების რთული ან/და ანტისოციალური ქცევის პოზიტიურ მართვას, უზრუნველყოფს მათი ქუჩაში დაბრუნების პრევენციას. 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი გამოთქვამს სრულ მზაობას - წარმართოს მჭიდრო თანამშრომლობა ყველა შესაბამის უწყებასთან და წარუდგინოს მათ დამატებითი რეკომენდაციები მიუსაფარ ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე რეაგირებისა და შესაბამისი მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით“.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)