en
ge

გამჭვირვალობამ პარლამენტში ოპოზიციის როლის გაძლიერების შესახებ საკანონმდებლო წინადადება წარადგინა

გამჭვირვალობამ პარლამენტში ოპოზიციის როლის გაძლიერების შესახებ საკანონმდებლო წინადადება წარადგინა

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საკანონმდებლო ორგანოში ძალაუფლების გადანაწილებას და ოპოზიციის როლის გაძლიერებას.

„საკანონდებლო წინადადებით, პარლამენტის 5 კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს ოპოზიციის წარმომადგენელი. სავალდებულო ორი კომიტეტია: საფინანსო- საბიუჯეტო და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის. დანარჩენი სამი კომიტეტი კი, რომელთაც ასევე ოპოზიციის წარმომადგენელმა უნდა უხელმძღვანელოს,  უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებით განისაზღვრება.

საკანონდებლო წინადადება სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციასთან.

ძლიერი საპარლამენტო ოპოზიცია ფუნქციონირებადი დემოკრატიის მნიშვნელოვანი კომპონენტია და მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საპარლამენტო კონტროლის სრულფასოვნად განხორციელებისათვის“.

სრულად...

წყარო: transparency.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)