თბილისი. „გმირობის ნაყოფი - მოყვანილია საოკუპაციო ხაზთან“ - ეს წარწერები მომხმარებლებს მიუთითებს, რომ პროდუქტები ჩამოტანილია შინდისიდან, დირბიდან, მეჯვრისხევიდან, ბერშუეთიდან და დვანიდან. მისი შეძენით მომხმარებელი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ იმ ადამიანებს აძლიერებს, რომლებიც რუსი ოკუპანტების შიშის მიუხედავად, დაუღალავად შრომობენ.
„გმირობის ნაყოფის“ პროდუქტები შეიძინეთ „კარფურის“, „სმარტისა“ და „ზღაპარის“ სუპერმარკეტებში. ასევე, საშობაო და საახალწლო ბაზრობებზე.
„გმირობის ნაყოფი“ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (Institute for Development of Freedom of Information - IDFI) ინიციატივაა, რომლის მიზანია საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა, მათი მოყვანილი პროდუქტის პოპულარიზაციის გზით. პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ინფორმაციის სანდოობის პროგრამის (GIIP) ფარგლებში. ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა ახალი ბრენდ–იდენტობა, რომელიც მომხმარებელს საოკუპაციო ხაზთან მოყვანილი პროდუქტის იდენტიფიცირებასა და შეძენაში ეხმარება.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)