რეგიონები. აჭარის, გურიის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს „ძირითადი კომპეტენციებისა და სამუშაოსთვის მზაობის“ ტრენერთა ტრენინგში.
საქართველოს გაეროს ასოციაციის ინფორმაციით, მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე, სხვადასხვა პროფესიული სასწავლებლის 14 თანამშრომელი იგივე დასახელების ტრენინგს ჩაატარებს საკუთარი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის.
ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტის (LINKS)“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციისა და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მიერ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)