გერმანია. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) შეუერთდა საქართველოს დელეგაციას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-სა და გერმანული LAG 21-ის მიერ ორგანიზებულ გაცვლით ვიზიტზე გერმანიაში, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების ადგილობრივ დონეზე დანერგვის ხელშეწყობაზე გამოცდილების გაზიარებას ეძღვნებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს გარემოს დაცვის, მდგრადი ტურიზმის, ენერგოეფექტურობისა და მდგრადი ეკონომიკის მიმართულებით.
გერმანიის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი მიმდინარე პროექტის „SDG-ების განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, CENN აქტიურად მუშაობს საქართველოს SDG სამდივნოსთან საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესებში მრავალსექტორული დიალოგის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული პროექტის საქმიანობა ითვალისწინებს სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების გაძლიერებას და SDG-ებთან დაკავშირებული დაგეგმვის, მონიტორინგისა და ანგარიშგების პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის ჩართულობის სივრცეებისა და მექანიზმებს შექმნას.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)