თბილისი. ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციის ცნობით, უკვე ხელმისაწვდომია სახელმძღვანელო - „ახალგაზრდული საქმიანობის კარგი პრაქტიკის მაგალითების კომპენდიუმი“.
კარგი პრაქტიკის მაგალითების გამოყენება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება არა მარტო ახალგაზრდულ საქმიანობაში, არამედ ადამიანისა და საზოგადოების განვითარების ნებისმიერ სფეროში. ეს სახელმძღვანელო განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც შეხება აქვს ახალგაზრდულ საქმიანობასთან ან უბრალოდ საინტერესებულია ამ სფეროთი.
კამპანია ხორციელდება პროექტის “Skills4Success - უნარები წარმატებისთვის” ფარგლებში.
პროექტს ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს Save the Children International-ი პარტნიორ ორგანიზაციებთან: საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციასთან, ახალგაზრდობის სააგენტოსა და კონრად ადენაუერის ფონდთან ერთად.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)