თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქტიურადაა ჩართული „ღირსეული შრომის პლატფორმის“ საქმიანობაში, რომელიც აერთიანებს დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირებს, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებსა და აქტივისტებს.
ორგანიზაცია გიზიარებთ 2022 წლის კვლევას „მოპარული ხელფასი საქართველოში - შრომითი უფლებების დარღვევის ფინანსური გავლენა მშრომელთა უფლებებზე“.
საია-მ ასევე მოამზადა კვლევა „შრომითი უფლებები საჯარო სამსახურში: სამინისტროები და თვითმმართველი ქალაქები“. დოკუმენტში მოცემულია საჯარო სამსახურში შრომითი უფლებების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების შედარებითი ანალიზი.
ორგანიზაციის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)