თბილისი. პროექტის „მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით პოლიტიკური მკვლელობების პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში, GCSD-მ ჩაატარა ტრენინგი ქბრბ (ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული) უსაფრთხოების შესახებ სხვადასხვა მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის.
ტრენინგს, დოქტორი მარკ მაიკლ ბლუმი უძღვებოდა და სამი დღის განმავლობაში მოიცავდა თემების ფართო სპექტრს, მათ შორის: ბირთვული იარაღის ისტორია და ამ იარაღის კონტროლის რეჟიმები, ქიმიური იარაღის ტიპები და მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით ჩადენილი მკვლელობები.
პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივი საფრთხის შემცირების ოფისის (CTR) მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)