en
ge

საცხოვრებელი ხელფასი საქართველოში

საცხოვრებელი ხელფასი საქართველოში

თბილისი. ღირსეული შრომის პლატფორმა აქვეყნებს კვლევას: საცხოვრებელი ხელფასი საქართველოში.

„საცხოვრებელი ხელფასი არის ხელფასის ის ოდენობა, რომელიც ფარავს მშრომელთა ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელ და ძირითად საჭიროებებს...

მისი გამომუშავებისათვის მშრომელებს არ უნდა სჭირდებოდეთ ზეგანაკვეთური შრომა - საცხოვრებელი ხელფასის მიღება შესაძლებელი უნდა იყოს ერთ სამუშაოზე დასაქმების შემთხვევაშიც.

2022 წლის ოქტომბერში Wage Indicator Foundation-ის გამოთვლებით, საცხოვრებელი ხელფასი საქართველოში, ყოველთვიურად 1770 ლარი უნდა იყოს.

სამწუხაროდ, საქართველოში არსებული ხელფასები ამჟამად საცხოვრებელ ხელფასზე გაცილებით დაბალია. კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ხელფასი თვეში 20 ლარია და 1999 წლის შემდეგ არ განახლებულა.

სახელმწიფოს მონაცემების თანახმად, მედიანური ხელფასი - თანხა, რომელიც მშრომელებს ორ თანაბარ ჯგუფად ყოფს – 2021 წლისთვის თვეში 900 ლარი იყო. ეს ნიშნავს, რომ დასაქმებულთა 50% ამ თანხაზე ნაკლებს იღებს. საშუალო ხელფასიც კი 2021 წელს, თვეში მხოლოდ 1305 ლარი იყო, რაც საცხოვრებელ ხელფასზე გაცილებით დაბალია“, ნათქვამია მასალაში.

სრულად...

წყარო: shroma.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)