თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს თამარ ონიანის ბლოგპოსტს ECODEFENCE AND OTHERS v. RUSSIA. ნაშრომში საუბარია თუ როგორ დაიწყო და აღასრულა საკანონმდებლო გზით უფლებადამცველების დევნა რუსეთმა.
ავტორი მოკლედ მიმოიხილავს, თუ როგორ გამოაცხადეს რუსეთში „აგენტებად“ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც საბოლოოდ საქმიანობის შეწყვეტა მოუწიათ. ამავე ბლოგპოსტში გაეცნობით, ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებას.
„ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც თავისი არსით, არასამთავრობო ორგანიზაციის ჯეროვანი საქმიანობისთვის იმგვარი პირობების შექმნას დაისახავს მიზნად, რომელიც საბოლოო ჯამში გავლენას მოახდენს მის ეფექტიან ფუნქციონირებასა თუ, საერთოდ, არსებობაზე, რა თქმა უნდა, ძირს უთხრის, არა მხოლოდ, კონსტიტუციას, კონვენციას, არამედ, წარმოადგენს რეალურ საფრთხეს თითოეული ადამიანისთვის, რასაც გავლენა აუცილებლად ცხოვრების ყველა სფეროზე ექნება, გამონაკლისის გარეშე“.
წყარო: www.gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)