თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბლოგპოსტს: მუნიციპალიტეტების მიერ საზედამხედველო სამუშაოების შესყიდვის პრაქტიკა.
„მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობისათვის 2019-2021 წლებში მუნიციპალიტეტები ძირითადად ერთი და იმავე კომპანიებს ქირაობდნენ.
მუნიციპალიტეტებში საზედამხედველო კომპანიების დაქირავების არსებული პრაქტიკა მიუთითებს, რომ უმეტეს შემთხვევაში მათი მომსახურება ფორმალურ ხასიათს ატარებს, რაც ზრდის უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების რისკებს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)