თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 2023 წლის 5 და 9 იანვარს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს 2 ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა.
პირველი ანგარიში მოიცავს სექსუალური ძალადობის თაობაზე კანონმდებლობაში და პრაქტიკაში არსებული მდგომარეობის შეფასებასა და ხარვეზებს, ასევე, წარმოდგენილია რეკომენდაციები.
მეორე ანგარიში კი მოიცავს ქალი პატიმრის უფლებრივ მდგომარეობას პენიტენციურ დაწესებულებაში. დოკუმენტში ძირითადად ყურადღება გამახვილებულია ორ საკითხზე:
1. ქალი პატიმრების პირველადი შესახლების, ასევე, დაწესებულებიდან გაყვანის და დაწესებულებაში დაბრუნების დროს მათი სრული გაშიშვლების და ბუქნების გაკეთების პრაქტიკაზე, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა სამართლით დადგენილ საერთაშორისო სტანდარტს.
2. პატიმრების მიერ ჯეროვან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის საკითხს.
წყარო: www.gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)