თბილისი. „საფარი“ გიზიარებთ ორგანიზაციის მკვლევრის გიორგი ურჩუხიშვილის ვიდეოს, რომელშიც მშობლის მიერ შვილისთვის ალიმენტის გადახდის ვალდებულებაზეა საუბარი. საფარის კვლევის მიგნებების თანახმად, მამები ალიმენტის გადასახადისგან თავის არიდებას უამრავი ხერხით ცდილობენ. მათ ზურგს უმაგრებთ დამკვიდრებული კულტურული ნორმები, საზოგადოება, ქალები კი სრულიად მარტო რჩებიან შვილის აღზრდის პროცესში.
„შვილზე ზრუნვაზე უარის თქმა ცუდ მშობლობას ნიშნავს, ალიმენტის არგადახდა კი - ეკონომიკურ ძალადობას“.
პროექტი ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)