თბილისი. გაეროს ბავშვთა ფონდის ცნობით, მშობლობის შესახებ მრავალი მითი არსებობს. მაგალითად, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ძალადობას აღმზრდელობითი დანიშნულება აქვს.
სინამდვილეში, ძალადობის გამართლება არ შეიძლება შვილის „კარგად აღზრდის“ მიზნით. ბავშვს ნებისმიერი ფორმის ძალადობა აზიანებს.
გაეცანით პლატფორმას „იმშობლე“ და მიიღეთ სასარგებლო რჩევები ბავშვებთან არსებული გამოწვევების დასაძლევად და მათთან პოზიტიური კომუნიკაციის ჩამოსაყალიბებლად.
კამპანიას ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)