სამეგრელო. სამართლიანი არჩევნებმა, ზუგდიდში 28 მაისს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თვითმმართველობებში განვითარებულ პროცესებზე, საკადრო ცვლილებებზე, საპროტესტო აქციებსა და მუნიციპალიტეტებში საჯარო მოხელეებზე განხორციელებული სამართლებრივი დევნის შესახებ მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა. ორგანიზაციის რეგიონული კოორდინატორის, თეონა გოგიშვილის თქმით, მათ ხელთ არსებული მონაცემებით ირკვევა, რომ არჩევნების შემდეგ დღემდე სულ თანამდებობა დატოვა ორმოცდაათმა გამგებელმა, მათგან ორმოცდარვამ პირადი განცხადების, ორმა – საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ახლის შესარჩევად მხოლოდ 15 მუნიციპალიტეტში გამოცხადდა კონკურსი, უმრავლეს შემთხვევაში კი დროებით მოვალეობის შემსრულებლები დაინიშნენ. მონიტორინგის თანახმად, თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ საკრებულოს თავმჯდომარეებიც. სულ 25 საჯარო მოხელე. მათგან 21 საკუთარი სურვილის საფუძველზე, 4 კიდევ საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიცვალა. განცხადებებში მიზეზებად ჯანმრთელობის, ან ოჯახური მდგომარეობა, პირადი სურვილი, რეორგანიზაცია, საპროტესტო აქციების დროს ვითარების ესკალაციის თავიდან არიდება დასახელდა. 1 ოქტომბრიდან დღემდე საპროტესტო შეკრება 39 მუნიციპალიტეტში გაიმართა. 23 მათგანში საზოგადოებრივმა წინააღმდეგობამ უკანონო ფორმა მიიღო, რაც ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, სხდომების ჩაშლაში, შენობებში შეჭრასა და რიგ შემთხვევებში საჯარო სამსახურების ბლოკირებაში გამოიხატა.