სამეგრელო. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ვიდეოში გიყვებათ ცისანა დარასელიაზე, რომელიც ომამდე აფხაზეთში, სოფელ ნაბაკევში საბავშვო ბაღში მუშაობდა. ომის შემდეგ ქალბატონი ცისანა ადმინისტრაციული საზღვრის პირას, სოფელ ხურჩაში ცხოვრობს. მან აქ საბავშვო ბაღი აღადგინა.
„სოფელ ხურჩას, მისი გეოგრაფიის გამო, მძიმე ისტორია აქვს. კონფლიქტების ყველა ტალღამ ამ სოფელზე გადაიარა. საზღვრების გავლება ამ სოფლის ადმინისტრაციულ მოწყობას და ყოველდღიურ ცხოვრებას ცვლიდა და აზიანებდა. სოფელ ხურჩაში მცხოვრებ ოჯახებს ნათესაური და მჭიდრო მეზობლური კავშირები ჰქონდათ ნაბაკევისა და ზოგადად, გალის მოსახლეობასთან. აქ გამშვები პუნქტიც მდებარეობდა. დღეს ეს პუნქტი გაუქმებულია, ადამიანებისთვის გადაადგილების თავისუფლება და ერთმანეთთან კონტაქტი კი, შეზღუდული“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)