თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით, 20-ზე მეტი ისტორიკოსი რეგიონისა და ევროპის ქვეყნებიდან ბათუმთან აღმოჩენილ, 1937-1938 წლების დიდი ტერორის მასობრივი დახვრეტის ადგილზე იმყოფებოდა. ამის შემდეგ, მონაწილეებმა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მონასტერში გადაინაცვლეს და ადგილზე გაეცნენ ექსჰუმაციის შემდეგ შენახულ ნეშტებს.
ღონისძიება გაიმართა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)