en
ge

გადაწყვეტილება საქმეზე - სოფიო კვინიკაძე ეკო ფანგანის წინააღმდეგ

გადაწყვეტილება საქმეზე - სოფიო კვინიკაძე ეკო ფანგანის წინააღმდეგ

თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქმეზე „სოფიო კვინიკაძე ეკო ფანგანის წინააღმდეგ“, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა ეკო ფანგანმა ქარტიის მე-7 პრინციპი დაარღვია.

„განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გადაცემა წაახალისებდა ჭარბწონიანი ადამიანების მიმართ ქვეყანაში უკვე არსებულ სტიგმას და დისკრიმინაციულ განწყობას, რომ ყოველგვარ ჭარბ წონას არაჯანსაღი კვება იწვევს. მისი თქმით, ამას ამტკიცებდა გარემოება, რომ გადაცემის დასაწყისში ეკრანზე აჩვენებდნენ ჭარბწონიანი ადამიანის ფოტოს, რომელიც fast food-ს [სწრაფი კვება] მიირთმევს.

განმცხადებელი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხის მიმართ ჟურნალისტს უნდა გამოეჩინა პასუხისმგებლობა და სიფრთხილით შეერჩია ფოტოები/გამოეყენებინა ფრაზები. სოფიო კვინიკაძის თქმით, მაგალითად, ჟურნალისტის ნათქვამი, რომ ჭარბწონიან ადამიანებში გვხვდება კონკრეტული დაავადებები და ამის გამო „არ შეიძლება ჭარბ წონას პროპაგანდა გავუწიოთ", არასწორია, რადგან აღნიშნული არგუმენტი აზიანებს body positivity მოძრაობის მთავარ არსს - ჭარბი წონა სიმახინჯეს არ ნიშნავს.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი“.

სრულად...

წყარო: www.qartia.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)