en
ge

ასოციაცია „ილი“ 2022 წლის საუკეთესო დამწყები ორგანიზაცია გახდა

ასოციაცია „ილი“ 2022 წლის საუკეთესო დამწყები ორგანიზაცია გახდა

სამეგრელო. ასოციაცია „ილი“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2022 წლის საუკეთესო დამწყები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია გახდა.

„2022 წლის სექტემბერ-ნოემბრის თვეში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის ინიციატივით გამოცხადდა კონკურსი 2022 წლის საუკეთესო დამწყები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის გამოსავლენად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.

კონკურსის მაქსიმალური ობიექტურობისთვის კონკურსის გამარჯვებულის გამოსავლენად მოწვეულ იქნა დამოუკიდებელი ჟიური, რომელშიც შევიდა კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის რეგიონული ჰაბების წარმომადგენლები.

კონკურსი ჩატარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის ინიციატივით პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით“.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)