კახეთი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, წუხელ, საგარეჯოში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის გამო და უსამძიმრებს დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების და პოლიციელის ოჯახებს. დაჭრილებს კი გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„სამართლებრივი საკითხების მიღმა, მნიშვნელოვანია მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დავსვათ კითხვები, რომლებიც ამგვარი ძალადობის სტრუქტურულ მიზეზებს შეიძლება ხსნიდეს, მათ შორის:
ეს შემთხვევა თავდაცვის სექტორში დასაქმებული ადამიანებისა და ყოფილი სამხედროების მიმართ სოციალური პოლიტიკისა და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის პროგრამების გაძლიერების საფუძველი უნდა გახდეს და იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო, სამოქალაქო და პოლიტიკური ჯგუფები დისკუსიებსა და სამუშაოებს სწორედ ამ მიმართულებით წარმართავენ“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
ფოტო: რადიო თავისუფლება
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)