თბილისი. ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციები, სოლიდარობას უცხადებენ სასწრაფოს ექიმების პროტესტს, რომელიც მერვე თვეა გრძელდება და სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირების არარსებობის პირობებში, კიდევ უფრო მწვავდება.
„ქვეყანაში არსებული ინფლაციის მაღალი მაჩვენებლისა და გაძვირებული საცხოვრებელი პირობების გამო, სასწრაფოს ექიმებისა და მძღოლების ხელფასი, რომელიც მძიმე და სისტემატური მორიგეობების შედეგად, 1300 ლარს თუ აღწევს, სრულიად არაადეკვატურია, დასაქმებულთა პირველადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ამ ადამიანების შრომაზე, კი უამრავი სხვა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა დამოკიდებული“.
წყარო: პლატფორმის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)