თბილისი. 18 იანვარს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკაკი ჩხენკელის მემორიალური ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ ისაუბრა მემორიალური ალბომის შინაარსსა და გამოყენებულ საარქივო მასალათა მნიშვნელობაზე, მიმოიხილა აკაკი ჩხენკელის გადადგმული ნაბიჯები და გამოკვეთა მისი განსაკუთრებული როლი საქართველოს პოლიტიკური ისტორიის შექმნაში.
აკაკი ჩხენკელი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა პირველი მინისტრი, 1921 წლიდან კი საქართველოს ელჩი საფრანგეთში. უნივერსიტეტის დამფუძნებელთა მოწვევით, მას ხვდა წილად უნივერსიტეტის გახსნის დღეს, 1918 წლის 26 იანვარს, პირველი სიტყვის წარმოთქმის პატივი“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)