en
ge

კვლევის შედეგების ექსპერტული ანალიზის შედეგად მიღებული რეკომენდაციების განხილვა

კვლევის შედეგების ექსპერტული ანალიზის შედეგად მიღებული რეკომენდაციების განხილვა

იმერეთი. 20 იანვარს, პროექტის „სუფთა გარემო ნარჩენების გარეშე ხაშურის მუნიციციპალიტეტში“ - კვლევის შედეგების ექსპერტული ანალიზის შედეგად მიღებული რეკომენდაციების საჯარო განხილვა მოეწყო.

მომხსენებლებმა ანა ჯებისაშვილმა და სოსო მეზვრიშვილმა ხაშურის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მიღებული რეკომენდაციები გააცნეს. აღნიშნულ რეკომენდაციებს ხაშურის მუნიციპალიტეტი ახალი ნარჩენების მართვის გეგმისა და სტრატეგიის შემუშავებაში გამოიყენებს, რომელიც მიმდინარე წელს დამტკიცდება.

დღევადენლი შეხვედრა მოეწყო პროექტის „სუფთა გარემო ნარჩენების გარეშე ხაშურის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“ ახორციელებს.

საჯარო განხილვა განხორციელდა „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა:  მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

პროექტს ხორციელდებოდა  კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

პროექტს აფინანსებს ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდი.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)