სამცხე-ჯავახეთი. სამცხე-ჯავახეთის ჰაბ ორგანიზაციის ორგანიზებით, ახალციხესა და ახალქალაქში საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით, საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება დაიგეგმა პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)