აჭარა. 23 იანვარს, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ ბავშვის უფლებათა ცენტრში შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე შეჯამდა ცენტრის მიერ ჩატარებული აქტივობები და გაიმართა დისკუსია ცენტრის განვითარებისა და მდგრადობის სტრატეგიის შესახებ. შეხვედრას დაესწრო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, მერაბ ხალვაში.
ბავშვის უფლებათა ცენტრი ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით დაარსდა და ბავშვთა უფლებების შესახებ მნიშვნელოვან ცოდნას აწვდის პედაგოგებს, აკადემიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მშობლებსა და ბავშვებს აჭარის რეგიონში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)