თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ვიდეოში გიყვებათ ორ ქალზე, ლია ჩლაჩიძეზე და ქეთი ბებიაშვილზე, რომლებსაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ მშვიდობის მშენებლობის პროცესში.
„ქალბატონი ლია ერგნეთში, საოკუპაციო ხაზიდან 200 მეტრში ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, ამ სოფელში ცხოვრება დენთის კასრზე ცხოვრებას ჰგავს, რადგან არასოდეს იცი, როდის რა მოხდება.
ქეთი ბებიაშვილი კი გორში საიას ოფისს ხელმძღვანელობს და მნიშვნელოვან დახმარებას უწევს მათ შორის კონფლიქტით დაზარალებულ, საზღვრისპირას მცხოვრებ ქალებს. მისი თქმით, სულ უფრო ბუნდოვანი ხდება, რა ხედვა აქვს სახელმწიფოს ერთი მხრივ, ზოგადად სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებით და მეორე მხრივ კი, ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებთან მიმართებით“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)